Thumbnail

NBA | 30 ქულა და 10 პასი 36 წლის ასაკში - კრის პოლმა პლეი ოფის ისტორია გადაწერა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფინიქს სანსი 110:99 ნიუ ორლეანს პელიკანსი
  • კრის პოლმა ფანტასტიკურად ითამაშა და ფინიქსს მოაგებინა
  • 36 წლის ვეტერანმა პლეი ოფის რეკორდიც დაამყარა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

კრის პოლმა, ვინ მოთვლის, მერამდენედ დაამტკიცა, რომ უნიკალური კალათბურთელია.

36 წლის ლეგენდამ ფინიქსს ნიუ ორლეანთან NBA-ს პლეი ოფის პირველი თამაში მოაგებინა და თან რეკორდიც დაამყარა. 110:99-ით მოგებულ შეხვედრაში პოლმა 30 ქულა ჩააგდო და 10 ასისტი ჰქონდა. ESPN Stats & Info-ს მიხედვით, იგი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა NBA-ს პლეი ოფების ისტორიაში, რომელმაც ასეთი შედეგი დადო.

CP3-თან ერთად ბრწყინვალე იყო დევინ ბუკერიც, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. გამარჯვბაში დიდი წვლილი შეიტანა დეანდრე ეიტონმაც (21). აღსანიშნავია, რომ ფინიქსი მთელი თამაში დომინირებდა და 23 ქულითაც იგებდა.

პირველი და მეორე მეოთხედების შემდეგ პელიკანსი თამაშში დაბრუნებას ეცადა და სხვაობა 6 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ ფინიქსმა, რომელიც რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდია, ნიუ ორლეანსის ყველანაირი იმედი დაასამარა.

აღსანიშნავია, რომ კრის პოლი 30 ქულისა და 10 პასის გარდა, 7 მოხსნით და 3 ჩაჭრითაც გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები