Thumbnail

გოლი 35 მეტრიდან - ინგლისის პირველ ლიგაში შეფილდის კაპიტანმა გაისროლა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბარი ბანანმა მკ დონსის კარი 35 მეტრიდან აიღო
  • ორივე გუნდი ჩემპიონშიფში დაწინაურებისთვის იბრძვის

შეფილდ უენსდეის შოტლანდიალმა კაპიტანმა - ბარი ბანანმა ინგლისის ლიგა ერთის კალენდარულ მატჩში, მკ დონსის წინააღმდეგ საოცარი გოლის გატანა შეძლო.

უენსდეი მატჩს 2:0-ს იგებდა, როდესაც ბანანმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და დაახლოებით 35 მეტრიდან, ძლიერი დარტყმით ჯეიმი ქამინგის კარი დალაშქრა.

ამ გამარჯვებით, უენსდეიმ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და 76 ქულით პლეი-ოფის ზონაში შესვლა შეძლო, ასევე პლეი-ოფის ზონაშია მილტონ კინ დონსიც, რომელსაც 83 ქულა აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები