Thumbnail

ბელალ მუჰამადმა ვისენტე ლუკე დაამარცხა და კოლბი გამოიწვია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბელალ მუჰამადი ნელ-ნელა სატიტულო ბრძოლას უახლოვდება
  • პალესტინელმა მებრძოლმა, ვისენტე ლუკე 5-რაუნდიან ჩხუბში დაამარცხა

ამერიკაში გაზრდილმა, წარმოშობით პალესტინელმა UFC-ის მებრძოლმა, ბელალ მუჰამადმა ბრაზილიელი ვისენტე ლუკე 5-რაუნდიან ბრძოლაში ქულებით დაამარცხა.

მუჰამადმა, რომლის ძლიერი მხარეც ჭიდაობაა, კარგი ჯიუ-ჯიცუთი ცნობილი ლუკე თითქმის ყველა რაუნდში წააქცია და ბრძოლის მოგებაც მეტწილად ამის გამო შეძლო.

ეს, 33 წლის მუჰამადისთვის ზედიზედ მეშვიდე მოგება გახლდათ და დენიელ კორმიესთან ბრძოლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში, პალესტინელმა ხაზი სწორედ ამას გაუსვა.

"ჩემპიონს (კამარუ უსმანს) ჯერ ალბათ არ შემახვედრებენ, მაგრამ კოლბი კოვინგტონთან (დივიზიონის მე-2 ნომერი) ბრძოლას ვიმსახურებ. 3 წელია ბრძოლებს ვიგებ, მან კი ვუდლი და მასვიდალი დაამარცხა, რომლებსაც ამ დივიზიონში მარცხები ისედაც არ აკლდათ."

 

კომენტარები

ბოლო ამბები