Thumbnail
  • რუსეთი 5:0 საუდის არაბეთი
  • რუსთა  ერთ-ერთი ლიდერი ალან ძაგოევი სერიოზულად დაშავდა
  • A ჯგუფის მეორე მატჩი - 15 ივნისი/ეგვიპტე-ურუგვაი

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში რუსეთის ნაკრებმა საუდის არაბეთის ნაკრებს დიდი ანგარიშით მოუგო - 5:0.

მასპინძელმა გუნდმა გახსნის მატჩი მუნდიალების ისტორიაში ისევ არ წააგო. 

მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში არაბთა უპირატესობა აშკარა იყო, საუდელები მეტს ვერაფერს ქმნიდნენ. მე-12 წუთზე მუნდიალის პირველი გოლი რუსების კუთხურს მოჰყვა, რომელიც იური ჟირკოვმა მოაწოდა. სიტუაცია თითქოს, განიმუხტა, მაგრამ ალექსანდრ გოლოვინმა ბურთი საჯარიმოში შეაბრუნა და იური გაზინსკიმ თავით გაიტანა.

იური გაზინსკი - 1:0

43-ე წუთზე დმიტრი ზობნინის პასის შემდეგ ტრავმირებული ალან ძაგოევის ნაცვლად შესულმა დენის ჩერიშევმა საჯარიმოში ერთი მოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

დენის ჩერიშევი - 2:0

71-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახდა, წუთ-ნახევრის გამოსულმა არტიომ ძიუბამ გოლოვინის ჩამოწოდებულს თავი დაუხვედრა - 3:0. 

არტიომ ძიუბა - 3::0

91-ე წუთზე დენის ჩერიშევმა შორეული დარტყმით დუბლი შეასრულა - 4:0.

დენის ჩერიშევი - 4:0

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალექსანდრ გოლოვინმა საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

ალექსანდრ გოლოვინი - 5:0

 

კომენტარები

ბოლო ამბები