Thumbnail

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ - ჰეიგმა 5 მოთამაშე შეცვალა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
  • 16 ივნისი - 07:30 - ფიჯი, სუვა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ოკეანეთის თასზე მეორე შეხვედრას 16 ივნისს გამართავს. "ბორჯღალოსნები" სტუმრად ფიჯის დაუპირისპირდებიან. მილტონ ჰეიგმა ტონგასთან მატჩის შემდეგ ხუთი მოთამაშე შეცვალა.

"ბორჯღალოსნები" ფიჯის უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან. შერკინების პირველ ხაზში კახა ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა ითამაშებენ. სათადარიგო სკამზე გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე იქნებიან.

ნოდარ ჭეიშვილი სათადარიგო იქნება, მის ნაცვლად კი მინდორზე კოტე მიქაუტაძე გავა.

ნაკრებს დაუბრუნდნენ ვიტო კოლელიშვილი და გიორგი ცუცქირიძე. 2016 წლის შემდეგ პირველად, ლაშა მალაღურაძე სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს. ძირითად შემადგენლობას კიდევ ერთი მოთამაშე დაუბრუნდა - ფრანგ ბარბაროსებთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, თამაზ მჭედლიძე ფიჯისთან შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

ფიჯი-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 07:30-საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები