Thumbnail
  • ბრატისლავის სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა
  • გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ ტიტული სლოვაკეთში პირველივე სეზონში მოიგეს

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ. ბრატისლავის სლოვანი 28-ე ტურში სტუმრად რუჟემბეროკს უგოლოდ დაუზავდა, მაგრამ ქულაც საკმარისი გამოდგა, რომ ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაეფორმებინა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა მოედანზე 90-90 წუთი გაატარეს.

"მადლობა მოლოცვისთვის, ტიტულის დასაცავად საჭირო ქულა მოვიპოვეთ. თუმცა, ვფიქრობდი, რომ ცოტა უფრო გახსნილი თამაში იქნებოდა და გოლები გავიდოდა. რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ქულისთვის არ გვითამაშია, მოგება გვინდოდა. ზოგადად, ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვთამაშობთ, დღეს არ გამოგვივიდა, თუმცა სახლში ტიტულით ვბრუნდებით", - თქვა ბრატისლაველთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

სლოვანი ზედიზედ მე-4 ჩემპიონობას ზეიმობს

სლოვანს 28 თამაშში 67 ქულა აქვს (20 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება) და უახლოეს მდევარ რუჟემბეროკს 14 ქულით უსწრებს, რომელიც მას ვეღარ დაეწევა. სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ გახდა.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვანს გასულ ზაფხულს ერთად შეუერთდნენ. კაშიამ ამ დროისთვის ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კანკავამ 39 თამაშში თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

🏆🏆🏆🏆M4JSTRI! ŠK Slovan Bratislava sa po dnešnom remízovom zápase v Ružomberku stal definitívne slovenským majstrom za...

Posted by ŠK Slovan Bratislava on პარასკევი, 15 აპრილი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები