Thumbnail

ფუტსალი I სეზონის მთავარი მატჩის მოლოდინში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფინალურ სერიაში ფრეა, 1:1
  • ტატიშვილი ფუტსალის ლიგის ვიცე-ჩემპიონია, კოლხი დებიუტანტი

15 ივნისს, 19:30 საათზე თბილისის ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე და გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ტატიშვილი და კოლხი-გულრიფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

15 ივნისს, ახალი ჩემპიონი გამოვლინდება!

📢15 ივნისს, ფუტსალის ლიგის სეზონის მთავარი მატჩი გაიმართება! ⚽🇬🇪️ 15.06.2018. ოლიმპიური სასახლე. დიდი დარბაზი. ფინალი. გადამწყვეტი შეხვედრა 🕢19:30 ტატიშვილი 🆚 კოლხი გულრიფში LIVE: SILK UNIVERSAL 📺 #ფუტსალისლიგა #ფინალი #გადამწყვეტიშეხვედრა #LiveSilkUniversal

Posted by საქართველოს ფუტსალის ლიგა / Georgian Futsal League on სამშაბათი, 12 ივნისი, 2018

ფინალურ სერიაში ფრეა, 1:1. პირველ შეხვედრაში კოლხმა 3:0 სძლია მეტოქეს, ხოლო მეორე პაექრობა პენალტების სერიამდე მივიდა და გამარჯვება ტატიშვილმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ტატიშვილი ფუტსალის ლიგის ვიცე-ჩემპიონია, კოლხი კი ლიგაში პირველ სეზონს ატარებს და შესაბამისად, დებიუტანტია. ფინალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივარს სილქ უნივერსალზე შეეძლება.

საქართველოს ფუტსალის ლიგას ახალი ჩემპიონი ეყოლება

ალექსანდრე ძაბირაძე (ტატიშვილის მთავარი მწვრთნელი)
“წინ ძალიან რთული და დაძაბული მატჩი გველოდება. წინა ორი შეხვედრა ამ პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. კოლხი ძალიან სწრაფი და ტექნიკური გუნდია, რომლის ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ სასურველი შედეგის მისაღწევად. ჩვენ არ დავიშურებთ ენერგიას და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩემპიონობის მოსაპოვებლად”

მოსენ ჰაბირი (კოლხის მთავარი მწვრთნელი)
“8 დღეში 4 თამაში ჩავატარეთ, რაც ძალიან რთულია. ამიტომ, გუნდი 2 დღე დავასვენე. ორი თამაშია გოლი არ გაგვიშვია და იგივეს ველოდები გადამწყვეტ შეხვედრაში, თუმცა გვაქვს სხვა მონახაზიც. დამატებითი დრო არ გვინდა, რადგან შეგვწევს ძალა, რომ ყველაფერი ძირითად დროში დავასრულოთ. ტატიშვილს დიდ პატივს ვცემ, რადგან ეს გუნდიც ჩვენსავით სწრაფ და დინამიურ ფეხბურთს თამაშობს. გულშემატკივარს წინ ძალიან საინტერესო მატჩი ელოდება"

კომენტარები

ბოლო ამბები