Thumbnail
  • დინამო თბილისს გამარჯვების შემთხვევაში ლიდერის დაწევა შეეძლო
  • კახა ცხადაძის პირველი კომენტარი საბურთალოსთან მატჩის შემდეგ

ეროვნულ ლიგაში უამინდობის გამო გადადებული მე-5 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც ყველაზე დიდ ინტერესს "მიხეილ მესხზე" გამართული დაპირისპირება იწვევდა, საბურთალოსა და დინამო თბილისს შორის. 

საბურთალო ყოფილი დინამოელის, ბაქარ ქარდავას გოლის წყალობით იგებდა, თუმცა 93-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და დინამო მარცხისგან შეცვლაზე შესულმა გიორგი გაბედავამ იხსნა - 1:1. 

გიორგი გაბედავამ ყოფილ გუნდს გაუტანა, ამიტომ გოლი არ აღნიშნა
📸 | დინამო თბილისი

კახა ცხადაძე (დინამო თბილისი): "ფაქტობრივად, ორი ქულა დავკარგეთ. ტრავმების გამო შეცვლების საშუალება არ გვქონდა, თუ არ ჩავთვლით კარგად შემოსულ გაბედავას. არაფერი საგანგაშო არ არის, გასვლაზე საბურთალოსთან ქულის აღება არ არის ტრაგედია. ბიჭების მონდომებით მე-2 ტაიმში კმაყოფილი ვარ. მეორე ტაიმში ბურთი მეტოქეს ავართვით".  

ზესტაფონში სამგურალი დემურ ჩიხლაძის გოლით უგებდა გაგრას, რომლის სასტარტო შემადგენლობაშიც საბა კვერკველიამ ითამაშა, თუმცა გაგრამ ქულა მათე ვაწაძის პენალტით იხსნა - 1:1. თელავი შინ 0:0 დაუზავდა ქუთაისის ტორპედოს, რომელსაც სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ 4 ფეხბურთელი ეჯდა. 

7 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონი დინამო ბათუმი 16 ქულით ლიდერობს, დილა გორი 15 ქულით მეორე ადგილზეა, დინამო თბილისს 14 ქულა აქვს და მე-3 პოზიცია უკავია. თელავს და ტორპედოს 10-10 ქულა აქვთ. მომდევნო, მე-8 ტურის მატჩები ეროვნულ ლიგაში 18 აპრილს გაიმართება. ჩემპიონატის ლიდერი დინამო ბათუმი გაგრას უმასპინძლებს, დილა - თელავს, დინამო თბილისი კი - სამგურალს. 

საბურთალო 1:1 დინამო თბილისი

გოლები: 1:0 ქარდავა (33), 1:1 გაბედავა (93)

სამგურალი 1:1 გაგრა 

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (19), 1:1 ვაწაძე (52-პენალტი)

თელავი 0:0 ტორპედო ქუთაისი

VIII ტური: 18 აპრილს გაიმართება

კომენტარები

ბოლო ამბები