Thumbnail

მო სალაჰი ჯანმრთელია და ითამაშებს! ეგვიპტელმა ტრავმა მოიშუშა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მოჰამედ სალაჰი ბრუნდება
  • კუპერი ირწმუნება, რომ მას ხვალ მოედანზე ვნახავთ

თითქმის 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ეგვიპტის ნაკრების ვარსკვლავი - მოჰამედ სალაჰი 15 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში, ურუგვაის წინააღმდეგ მოედანზე გამოვა.

ამის შესახებ ოფიციალურად ეგვიპტელთა მთავარმა მწვრთნელმა - ექტორ რაულ კუპერმა განაცხადა.

“სალაჰი თავს ძალიან კარგად გრძნობს; ის მალე გამოჯანმრთელდა. ყველა დიდი ყურადღებით ვადევნებდით თვალს მისი რეაბილიტაციის პროცესს და ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი ვარჯიში როგორ ჩაივლის. შემიძლია 100 პროცენტით დაგარწმუნოთ, რომ მო ხვალ ჩვენთან ერთად იქნება მოედანზე; თუ, რა თქმა უნდა, რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა” - თქვა კუპერმა.

მო სალაჰმა ტრავმა 26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო და მას მერე მკურნალობის კურსს გადიოდა. 13 ივნისს კი, ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები