Thumbnail
  • შოტლანდიისა და უკრაინის მატჩი პირველ ივნისს ჩაინიშნა
  • წყვილის გამარჯვებული უელსთან 4 დღეში ფინალს ითამაშებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი შოტლანდიასა და უკრაინას შორის 24 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას სთხოვა, რომ მატჩის თარიღი გადაეწია. ფიფამ მატჩის თარიღად პირველ ივნისი აირჩია, შეხვედრა 'ჰემპდენ პარკზე' გაიმართება.

ამ წყვილის გამარჯვებულს უელსის ნაკრები შეხვდება, რომელმაც ავსტრიას მოუგო. ფინალი კარდიფში 5 ივნისს ჩატარდება. კარდიფში გასამართი შეხვედრის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში ინგლისთან, ირანთან და ამერიკასთან ითამაშებს.

ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ნოემბერს სენეგალისა და ნიდერლანდების მატჩით გაიხსნება, ხოლო ფინალური მატჩი 18 დეკემბერს შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები