Thumbnail
  • ატლანტა ჰოუკსი 132:103 შარლოტ ჰორნეტსი
  • ნიუ ორლეანს პელიკანსი 113:103 სან ანტონიო სპურსი
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

შარლოტ ჰორნეტსი და სან ანტონიო სპურსი NBA-ს პლეი ოფისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

მაიკლ ჯორდანის გუნდი Play-In-დუელში ატლანტა ჰოუკსთან 103:132 დამარცხდა. შესაბამისად, შარლოტმა სეზონი დაასრულა, ატლანტას კი პლეი ოფამდე ახლა 1 გამარჯვება აშორებს - ტრეი იანგის გუნდი გადამწყვეტ მატჩში კლივლენდ კავალერსს 16 აპრილს დაუპირისპირდება. იანგმა 24 ქულა ჩააგდო და თავის გუნდში საუკეთესო იყო.


პლეი ოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა სან ანტონიო სპურსიც, რომელიც ნიუ ორლეანს პელიკანსთან 103:113 დამარცხდა. გამორჩეულები იყვნენ სი ჯეი მაკოლუმი და ბრენდონ ინგრემი - პირველმა 32 ქულა დააგროვა, მეორემ კი 27. პელიკანსს გადამწყვეტი ბრძოლა ლოს ანჯელეს კლიპერსთან, ასევე 16 აპრილს ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები