Thumbnail
  • ბასილაშვილი 3:6, 0:2 (დანებდა) დიმიტროვი
  • ჯერჯერობით, უცნობია, გამოვა თუ არა ქართველი ჩოგბურთელი წყვილებში
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მონტე კარლოს მასტერსზე (საპრიზო ფონდი 5 802 475 ევრო) მე-15 ნომრად იყო განთესილი, პრესტიჟულ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.

ბასილაშვილი საწყის რაუნდში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს გადაეყარა და 3:6, 0:2 მარცხდებოდა, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო და მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

შეიძლება ითქვას, რომ მონტე კარლოს ტურნირი ნიკოლოზისთვის უიღბლოდ იქცა. ქართველმა ჩოგბურთელმა იქ შარშანაც ითამაშა, თუმცა, ასევე პირველ წრეში სერბ ფილიპ კრაინოვიჩს უპირისპირდებოდა, როდესაც 1:6, 0:2-ზე ტრავმა მიიღო და შეჯიბრი მაშინაც ნაადრევად დაასრულა.

ჯერჯერობით უცნობია შესძლებს თუ არა საქართველოს პირველი ჩოგანი მონტე კარლოში წყვილთა თანრიგში გამოსვლას. ის ყაზახ ალექსანდერ ბუბლიკთან არის შეამხანაგებული და თუკი მოახერხა, მექსიკელ სანტიაგო გონსალესსა და არგენტინელ ანდრეს მოლტენის უნდა შეხვდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები