Thumbnail

გადმოგდებული პირსახოცი - გოლოვკინმა იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გენადი გოლოვკინის 42-ე მოგება კარიერაში
  • ამ ბრძოლის შემდეგ, შესაძლოა კანელოსთან ტრილოგია ვიხილოთ

ყაზახმა მებრძოლმა, გენადი გოლოვკინმა კარიერაში 42-ე ბრძოლა მოიგო. "ტრიპლ ჯიმ" იაპონიაში, იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი - რიოტა მურატა მე-9 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მურატას გუნდმა ათვლის დაწყებამდე პირსახოცი გადმოაგდო.

გოლოვკინმა, 2018 წელს, კანელო ალვარესთან განცდილი მარცხის შემდეგ მეოთხე ბრძოლა მოიგო. ყაზახმა სტივ როლსი და სერგეი დერეჩიავენკო დაამარცხა, ხოლო ბოლოს IBF და IBO ქამრებისთვის ბრძოლაში პოლონელი ჩემპიონი - კამილ შერემეტა.

ბევრის აზრით, მურატას გათიშვა კანელოსთან ტრილოგიის გასამართად საკმარისი უნდა აღმოჩნდეს. როგორც მოგეხსენებათ, მათი პირველი ჩხუბი 2017 წელს ფრედ დასრულდა, ხოლო 1 წლის შემდეგ კანელო ალვარესმა მოიგო და გოლოვკინის დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსი წარსულს მიაბარა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები