Thumbnail

გოლოვინი ფართო მასებმა არსენალის წინააღმდეგ, ლონდონში გატანილი გოლის შემდეგ გაიცნო. მოსკოვის არმიელების ახალგაზრდა წევრი, წელს რუსეთის ნაკრების მთავარი ტალანტი და იმედის მომცემი ახალგაზრდაა.

22 წლის ციმბირელი, კემეროვოს მხარეში - კალტანში დაბადებული და გაზრდილია. გოლოვინი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფედერაციის ნაკრებში, ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახლდათ.

კალტანი, კემეროვოს მხარე

მისი კუმირები ზინედინ ზიდანი და ალექსეი სმერტინი იყვნენ, რომელიც ბარნაულშია გაზრდილი, კალტანიდან 300 კილომეტრის დაშორებით. კალტანში გოლოვინი ფუტსალის მოთამაშე იყო, რადგან ქალაქში ერთადერთი მოედანი 11v11-ზე თამაშის საშუალებას არ იძლეოდა.

კალტანიდან წამოსული ციმბირელი, ჯერ ნოვოკუზნეცკში ჩაირიცხა, ხოლო 2012 წლიდან ცსკა-ს სისტემაშია და დღეს პირველი გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრია.

ალექსეი სმერტინი - გოლოვინის კუმირი

"მინდა სასტარტოს მიეჩვიოს და მერე წავიდეს..." ამბობდა არმიელთა ყოფილი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი. "ბავშვს, რომ მშობლები აღარ სჭირდება - ამ კონდიციას უნდა მიაღწიოს."

2015 წლის ევროპის 19-წლამდელთა ტურნირის ფინალისტმა, გასულ სეზონში, ცსკა-ს ფორმით 43 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა შეძლო - ახალგაზრდას რამდენიმე თვე არსენალი აკვირდება, დღეს კი მისდამი ინტერესი ტურინის იუვენტუსმა დააფიქსრია.

გოლოვინის ნაკრები მუნდიალზე პირველ მატჩს დღეს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს. გახსნის მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

იცოდით?

მასპინძელს გახსნითი მატჩი არასდროს წაუგია!
რა მოხდება დღეს?

კომენტარები

ბოლო ამბები