Thumbnail

UFC | დოლიძე ივნისში იჩხუბებს, მისი მეტოქე გაირკვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რომან დოლიძე UFC-ში მეხუთედ იჩხუბებს
  • მისი მეტოქე ამერიკელი კაილ დაუკაუსი იქნება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის ახალი მეტოქე UFC-ში ცნობილია. 33 წლის ქართველი ამერიკელ კაილ დაუკაუსს შეხვდება და MMA-ს საუკეთესო ორგანიზაციაში მეხუთედ იჩხუბებს. შეხვედრა 19 ივნისს გაიმართება.

დოლიძემ ამ ბრძოლამდე რუს ხადის იბრაგიმოვს, ბრაზილიელ ჯონ ალანსა და არგენტინელ ლაურეანო სტაროპოლის აჯობა. ქართველ მებრძოლს კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს და ის ბრძოლაც UFC-ში ტრევინ ჯაილსთან დათმო.

დაუკაუსს კარიერაში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 11 მოიგო, 2 შეხვედრაში დამარცხდა, ხოლო ერთ ბრძოლაში გამარჯვებული არ გამოვლინდა. რომანი გამარჯვების შემთხვევაში კარიერაში მე-10 გამარჯვებას იზეიმებს.

კომენტარები

ბოლო ამბები