Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ჯგუფში მოხვდა
  • ქართველმა ხელბურთელებმა რუსეთის ნაკრები ჩაანაცვლეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ქართველი ხელბურთელები მე-6 ჯგუფში მოხვდნენ, მათი მეტოქეები შვეიცარია, ლიეტუვა და უნგრეთი იქნებიან.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე დღის წინ დაუშვეს.

ვახტანგ მეიფარიანი (ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): საქართველოს ნაკრებს ამ რანგის ტურნირზე 21-ე საუკუნეში არ უთამაშია. სპორტის ამ სახეობაში ელიტაში დაბრუნება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ასევე გვახარებს, რომ ქართველი გულშემატკივარი მაღალი დონის მატჩებს დაესწრება. სპორტული შეჯიბრის მთავარი პრინციპი გამარჯვებაა, ამიტომ ჩვენი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება. რეალურად, ბრძოლა საუკეთესო მესამე ადგილოსნებში მოსახვედრად მოგვიწევს. ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციოს წინა პლეი ოფში საქართველოს ნაკრები ორი მატჩის ჯამში ფინეთთან დამარცხდა, მაგრამ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი რუსების დისკვალიფიკაციამ დაუტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები