Thumbnail

სენსაცია საქართველოს თასზე! სუპერმატჩი თბილისის დინამოსა და ლოკომოტივს შორის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვიტ ჯორჯიას მეორე გუნდმა საბურთალოს თერთმეტმეტრიანებით მოუგო
  • რვა გოლი თბილისურ დერბიში, დინამო თასის მომდევნო ეტაპზეა
  • თასის მოქმედმა გამარჯვებულმა თბილისი 2016 გაანადგურა

დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა. ვიტ ჯორჯიას მეორე გუნდმა საბურთალოს მთავარ გუნდს თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, ვიტ ჯორჯიას მოთამაშეებმა 4 თერთმეტმეტრიანის გატანა შეძლეს, საბურთალომ მხოლოდ ორჯერ გაიტანა და გავარდა.

1/16 ფინალური ეტაპის საუკეთესო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო არენაზე გაიმართა. თბილისური დერბი ლოკომოტივსა და დინამოს შორის 4:4 დასრულდა. ანგარიში მე-4 წუთზე ნიკა ძალამიძემ გახსნა, დინამომ ორბურთიანი უპირატესობა დმიტრო ივანსენიას გოლით მოიპოვა.

💪 გოოოოლ! 38-ე წუთზე გატანილი ბურთის ავტორია - დმიტრო ივანისენია #FCDT

Posted by FC Dinamo Tbilisi on ოთხშაბათი, 13 ივნისი, 2018

ლოკომოტივმა ერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გაქვითა. ლუკა კიკაბიძის დარტყმა უცნაური ტრაექტორიით წავიდა კარისკენ და ანგარიში 2:1 გახდა. ლოკომოტივმა გათანაბრება მოახერხა, რატი არადაზიშვილმა თავური დარტყმით დინამოს კარში მეორე გოლი გაიტანა. ზუსტად ოთხ წუთში ოთარ კიტეიშვილმა დინამო ისევ დააწინაურა, თუმცა 90-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა საჯარიმოში კარგად ითამაშა და კიდევ ერთხელ გაათანაბრა.

დამატებით დროში დინამო წინ მესამედ გავიდა. 18 წლის თაზო ბაბუნაძემ ლოკომოტივს მეოთხე გოლი გაუტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რატი არდაზიშვილმა ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ნიკა ჭანტურიას დარტყმა ბულისკერიამ მოიგერია, დინამოს მოთამაშეებმა ხუთივე თერთმეტმეტრიანი გაიტანეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ.

თბილისის ლოკომოტივი 4:4 თბილისის დინამო პენ 3-5

თბილისის ლოკომოტივი 4:4 თბილისის დინამო პენ 3-5

Posted by სპორტული მიმოხილვა on ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018

თასის მოქმედმა გამარჯვებულმა, საჩხერის ჩიხურამ თბილისი 2016 6:0 გაანადგურა და მერვედფინალში გავიდა. 1/16 ფინალური მატჩებიდან ქოჯაელისა და დილას მატჩი გამოდგა საინტერესო, სადაც გორელებმა მეტოქეს რვა გოლი გაუტანეს. გიორგი ფანცულაიამ პირველ 9 წუთში სამჯერ გამოიჩინა თავი, საბოლოოდ კი ხუთი გოლის გატანა შეძლო.

სხვა მატჩები ასე დასრულდა:

გაგრა 2:1 სიონი

გორი 0:2 ტორპედო

მეტა 0:0 თბილისი სითი - თერთმეტმეტრიანებში 3:2

გურია 1:0 ფოთის კოლხეთი

მარკ სტარსი 2:4 მერანი

მეშახტე 2:3 სამტრედია

სამგურალი 2:2 რუსთავი - თერთმეტმეტრიანებში 5:6

1/16 ფინალურ ეტაპზე კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართება

 

კომენტარები

ბოლო ამბები