Thumbnail
  • პაულო დიბალამ იუვენტუსთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა
  • არგენტინელის დამატება სამ ძლიერ კლუბს სურს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ პაულო დიბალამ იუვენტუსთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და 'ბიანკონერის' დატოვებას გეგმავს. ესპანურმა პრესამ დიბალა მადრიდის ატლეტიკოს დაუკავშირა. მუნდო დეპორტივო წერს, რომ დიეგო სიმეონეს კლუბს არგენტინელის დამატება სურს და თვითონ დიბალაც ამ ტრანსფერზე თანახმაა.

ატლეტიკოსთან მომავალ სეზონში კონტრაქტი ლუის სუარესს უმთავრდება, შესაბამისად, კლუბს შემტევის დამატება სჭირდება. დიბალას ვანდა მეტროპოლიტანოზე გადასვლა არგენტინელ როდრიგო დე პაულსაც უნდა, რომელიც პაულოს დიდი მეგობარია.

არგენტინელის მიმართ ინტერესს კიდევ ორი კლუბი იჩენს: პარი სენ ჟერმენი და ინტერი. ნერაძურის დიბალას დამატება იმ შემთხვევაში დასჭირდება, თუ ზაფხულში ლაუტარო მარტინესს ვერ შეინარჩუნებს. პაულო დიბალა ტურინის იუვენტუსმა 2015 წლის ზაფხულში პალერმოდან 32 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო 2017 წელს 10-ნომრიანი მაისურა გადასცა. La Joya-მ მას მერე იტალიურ გრანდში ჩატარებულ 283 შეხვედრაში 113 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში მე-10 შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები