Thumbnail

მუნდიალის გახსნაზე დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებიც იქნებიან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოსკოვში მუნდიალის გახსნის ცერემონიალზე ოცამდე სახელმწიფოს ლიდერებს ელიან
  • "ლუჟნიკებზე" პუტინს მხარს, სავარაუდოდ, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვიც დაუმშვენებენ 

რუსული მედიის ცნობით, ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს, რომელიც 14 ივნისს, მოსკოვში, "ლიჟნიკებზე" გაიმართება, ოცამდე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც ირკვევა, ცერემონიალზე ვლადიმირ პუტინის გვერდით, სავარაუდოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვიც იქნებიან.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვში სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად, საუდის არაბეთის მეფესა და ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარესაც ელოდებიან. 

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ბოიკოტორიების საკითხს აქტიურად განიხილავდნენ დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებში, უკრაინელმა მხატვარმა კი ტურნირის მასპინძელს, როგორც აგრესორ სახელმწიფოს, პლაკატები მიუძღვნა.

რუსეთში გასამართ მუნდიალს ემუქრება "ისლამური სახელმწიფო", რომელმაც განზრახვა პლაკატებით გაამხილა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში, 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მუნდიალის გახსნის მატჩში ტურნირის მასპინძელი რუსეთის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები