Thumbnail
  • კანადის ნაკრებმა კატარი 2022-ის საგზური გაინაღდა
  • აშშ და მექსიკა მე-2 მე-3 ადგილებზე, კოსტა რიკა პლეი ოფში
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

არსებობის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მეორედ, კანადის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. უფრო მეტიც: კანადელები კონკაკაფის შესარჩევიდან მუნდიალზე პირველი ადგილით გადიან - უსწრებენ რა აშშ-ს და მექსიკას.

ინგლისელი მწვრთნელის, ჯონ ჰერდმანის გუნდმა ტორონტოში, 30 000 მაყურებლის თვალწინ იამაიკის ნაკრები 4:0 გაანადგურა და აღსანიშნავია, რომ ეს მთავარი ვარსკვლავის, ალფონსო დევისის (ბაიერნი) გარეშე მოახერხა. ბოლო ტურის წინ კანადელებს მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად 1 ქულაც ჰყოფნიდათ, მაგრამ დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს და ტორონტოს არენაზეც უდიდესი სრულყოფილი შედგა.

კანადის ნაკრები მუნდიალზე ისტორიაში მეორედ ითამაშებს

კანადის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1986 წელს იასპარეზა და მაშინ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში ისე წააგო, ერთი ბურთიც კი არ გაუტანია. კონკაკაფის შესარჩევში, ბოლო ტურის წინ, მეორე და მესამე ადგილზე გასვლის საუკეთესო შანსები აშშ-ის და მექსიკის ნაკრებებს აქვთ (25-25 ქულა), საპლეიოფო მე-4 ადგილზე კი კოსტა რიკის ნაკრებია 22 ქულით, რომელსაც პანამა (18) ვეღარ დაეწევა.


აშშ-ის ნაკრებმა ორლანდოში პანამა 5:1 გაანადგურა - ხუთიდან 3 გოლი კრისტიან პულიშიჩის ანგარიშზეა (2 პენალტით გაიტანა). ბოლო ტურში ამერიკელებს კოსტა რიკასთან წაგების უფლებაც აქვთ, რადგან ბურთების გაცილებით უკეთესი შეფარდებით (+10) მშვიდად არიან. მექსიკამ ჰონდურასი 1:0 დაამარცხა და ბოლო ტურში (ელ სალვადორთან) ქულაც ეყოფა, რომ მინიმუმ მესამე ადგილი და გაინაღდოს.

ამრიგად, კოსტა რიკა უდიდესი ალბათობით მე-4 ადგილს დაიკავებს და პლეი ოფში გავა, სადაც ოკეანეთის წარმომადგენელს შეხვდება - მეტოქე ან ახალი ზელანდია იქნება, ანაც სოლომონის კუნძულები.

კომენტარები

ბოლო ამბები