Thumbnail
  • საქართველო 1:1 ისლანდია | გოლები: 1:0 დუნდუა (73), 1:1 ოსკარსონი (90. პენ)
  • საქართველოს ნაკრებს ორ ტურში ერთადერთი ქულა აქვს და ჯგუფიდან ვერ გავა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა. ვასილ მაისურაძის გუნდმა ელიტ რაუნდის დაძლევა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურის მატჩები ჯერ კიდევ წინაა.

საქართველომ პირველ ტურში რუმინეთთან 1:5 წააგო, ხოლო ამჯერად ისლანდიას შეხვდა, რომლის დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.

ქართველი ფეხბურთელები 73-ე წუთზე თორნიკე დუნდუამ დააწინაურა, რომელმაც მცველის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. მაისურაძის გუნდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-8 წუთზე გაუშვა. მეკარე ლუკა ხარატიშვილმა არაზუსტი პასი გააკეთა, რითაც ისლანდიელებმა ისარგებლეს, პენალტი მოიპოვეს და შანსი გამოიყენეს. თერთმეტმეტრიანი გოლად ორი-სტეიდნ ოსკარსონმა აქცია და ფრე 1:1. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა თამაშს 5 წუთი დაამატა, მაგრამ გუნდები გაცილებით მეტხანს ათამაშა.

შედეგად, ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ვინაიდან ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდის გადის, შანსი დაკარგა, რადგან ლიდერ რუმინეთს 5 ქულით ჩამორჩება. მაისურაძის გუნდი ელიტ რაუნდს 29 მარტს, მასპინძელ ხორვატიასთან თამაშით დაასრულებს.

საქართველო 1:1 ისლანდია

გოლები: 1:0 დუნდუა (73), 1:1 ოსკარსონი (90. პენ)

გაძევება: ცხოვრებაშვილი (89)

საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, დუნდუა, უგრეხელიძე, გვიშიანი (53. გოგნაძე), აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი, ბაგრატიონი (74. პირტახია), ცხოვრებაშვილი, წულუკიძე (74. კეკელიძე), კვერნაძე (7. გეგუჩაძე).

კომენტარები

ბოლო ამბები