Thumbnail
  • რაგბის კავშირი 2017 წლის საუკეთესო ქართველ მორაგბეს ავლენს.
  • ხმის მიცემა ფეისბუქზე კომენტარის გაკეთებით არის შესაძლებელი.
  • წლის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე 5 კანდიდატია.
  • მერაბ შარიქაძე, მიხეილ ნარიაშვილი, ლაშა ლომიძე, ჯაბა ბრეგვაძე, ბექა ბიწაძე

რაგბის კავშირმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაიწყო წლის საუკეთესო მორაგბის გამოვლენა. ფანებმა 31 დეკემბრის ჩათვლით ხმა უნდა მისცენ 5 კანდიდატიდან ერთ-ერთს.

2017 წლის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე წარდგენილი არიან: ჯაბა ბრეგვაძე (სანვულვზი, იაპონია), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში, ინგლისი), ბექა ბიწაძე (ნარბონი, საფრანგეთი) და მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი).

ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველ 24 საათში ერთხელ რაგბის კავშირის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ ვიდეოზე კომენტარის გაკეთებით.

კომენტარში საჭიროა ჰეშთეგით (#) სასურველი კანდიდატის გვარის მიწერა.

კომენტარები

ბოლო ამბები