Thumbnail

გუბანოვა ფინალშია - მე-14 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ანასტასია გუბანოვა პროგრამის დასაწყისშივე დაეცა და ამის გამო დაბალი შეფასება ერგო
  • ქართველი ფიგურულად მოციგურავე თავისუფალ პროგრამას 25 მარტს შეასრულებს

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში მე-14 ადგილი დაიკავა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

19 წლის გუბანოვა პროგრამის დასაწყისშივე დაეცა და მსაჯებისგან 62.59 ქულა (33.80 ტექნიკური ელემენტებისთვის + 29.79 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა.

ქართველი მოციგურავე მოკლე პროგრამის შესრულებისას

ანასტასიას 1 ქულა აღნიშნული შეცდომისთვის დააკლდა და პერსონალურ რეკორდს, რომელიც 69.56 ქულას უტოლდება, საგრძნობლად ჩამორჩა. გუბანოვას აღნიშნული შედეგი რომ დაეფიქრებინა, მე-6 პოზიციაზე გავიდოდა.

თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება 24-მა საუკეთესო სპორტსმენმა მიიღო და ცხადია, გუბანოვაც მათ შორისაა. მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი გასული ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა კაორი საკამოტომ (იაპონია, 80.32) აჩვენა, შემდეგ კი ლოენა ჰენდრიქსი (ბელგია, 75.00), მარია ბელი (აშშ, 72.55), იან იუ (სამხრეთ კორეა, 72.08) და ალისა ლიუ (აშშ, 71.91) მოდიან.

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ქალთა ფინალი 25 მარტს ჩატარდება, დღესვე კი, მოკლე პროგრამას წყვილები შეასრულებენ და ყინულზე კარინა საფინასა და ლუკა ბერულავასაც ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები