Thumbnail

გორგოძის მეტოქე ცნობილია - ძირითად ბადეში უკრაინელს დაუპირისპირდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ჩოგბურთელს თამაში მსოფლიოს 51-ე ჩოგან ანჰელინა კალინინასთან მოუწევს
  • ეკო გორგოძე ლაივ-რეიტინგში 120-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ცნობილი გახდა იმ მეტოქის ვინაობა, რომელსაც 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე მაიამის 1000-იანი ღია პირველობის (8 584 055 დოლარი) ძირითად ბადეში დაუპირისპირდება.

გორგოძე 25 წლის უკრაინელ ანჰელინა კალინინას შეხვდება, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 51-ე ადგილი უკავია. ქართველ და უკრაინელ ჩოგბურთელებს ერთხელ უკვე უთამაშიათ და 2021 წელს, ორლანდოში კალინინამ 6:3, 6:0 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ეკო Miami Open presented by Itaú-ში კვალიფიკაციიდან ჩაერთო, სადაც ავსტრალიელ მედისონ ინგლისს 6:7 (5:7), 6:4, 7:5 სძლია, ხოლო ფრანგ ჰარმონი ტანს 6:2, 3:6, 7:6 (7:5) მოუგო.

ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამ წარმატებისთვის 15 სარეიტინგო ქულა მიიღო და ლაივ-კლასიფიკაციაში 582 ქულით 120-ე ადგილზეა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

გორგოძისა და კალინინას მატჩი დღეს მე-3 კორტზეა დანიშნული და თბილისის დროით დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყება, ამ წყვილში გამარჯვებულს კი, მე-2 რაუნდში 26-ე განთესვის მქონე ამერიკელ მედისონ კისთან შეხვედრა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები