Thumbnail

მაიამის მასტერსი | ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მაიამის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი განთესილთა შორისაა
  • ამიტომ, 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი I წრისგან თავისუფალია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ATP-ის ახალ რეიტინგ-ლისტში 30 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი 1916 ქულით მსოფლიოს მე-20 ჩოგანია, ეს ორი კვირის წინანდელთან შედარებით 2-ადგილიანი დაქვეითებაა რეიტინგში. ნიკამ ინდიან ველსის მასტერსზე შარშანდელი შედეგი (ფინალი) გააუარესა, კემერონ ნორისთან ამჯერად 1/16-ფინალში დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელი მორიგ მასტერსზე, მაიამის ღია პირველობაზე იასპარეზებს. ფლორიდაში ბასილაშვილი მე-18 ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია. აი, მეორე წრეში კი ის ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბისა (39) და არგენტინელი ფედერიკო კორიას (60) შორის გამარჯვებულს შეხვდება. მესამე წრეში გასვლის შემთხვევაში, ყველაზე დიდი ალბათობით, ნიკას მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი უნდა იყოს. 

მაიამი ოუფენის საპრიზო ფონდი $8 584 055-ია. 2021 წელს მაიამის მასტერსის ჩემპიონი ჰუბერტ ჰურკაჩი გახდა. ქართველი ჩოგბურთელი შარშან 27-ე ნომრად იყო განთესილი და ის მე-2 წრეში შვედ იმერთან სამ სეტში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები