Thumbnail

ულამაზესი გოლი ბრაზილიაში - სან პაულუს მოთამაშემ 70 მეტრიდან გაიტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სან პაულუ 2:1 კორინთიანსი
  • სან პაულუს შტატის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

სან პაულუს შტატის 20-წლამდელთა ჩემპიონატში დიდი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. დიდი ოთხეულის (პალმეირასი, კორინთიანსი, სან პაულუ, სანტოსი) ორი გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდა, სან პაულუმ საკუთარ მოედანზე კორინთიანსს უმასპინძლა და მეტოქეს 2:1 მოუგო.

მეორე ტაიმის მე-80 წუთზე ანგარიში 1:1 იყო, როდესაც სან პაულუს მცველმა რაფაელმა 70 მეტრიდან კორინთიანსის მეკარეს ულამაზესი გოლი გაუტანა და სან პაულუს მორიგი მატჩი მოაგებინა. პაულისტას მე-4 ჯგუფში სან პაულუ 10 თამაშის შემდეგ 28 ქულით პირველ ადგილზეა - კლუბს 9 მოგება და ერთი ფრე აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები