Thumbnail
  • საქართველოს 21-წლანდე ნაკრები 29 მარტს ამხანაგურ მატჩს ესტონეთთან გამართავს
  • მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გუნდში 24 ფეხბურთელი გამოიძახა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 29 მარტს, გორში გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ქართველმა სპეციალისტმა გუნდში 24 ფეხბურთელი გამოიძახა და მათ შორისაა დინამო ბათუმის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც ბოლო დროს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ ამჯერად ვილი სანიოლის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა.

საქართველოს U21 ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი), რევაზ ინჯგია (აპოლონი, კვიპროსი), ლუკა ხორხელი (სიონი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ოთარ ფარულავა (გაგრა), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი).

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (4 მოგება, 1 ფრე), ბოლო შეხვედრა კი ნოემბერში ჩაატარა და ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს 3:2 მოუგო. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის თანამასპინძელი რუმინეთთან ერთად საქართველო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები