Thumbnail

'დამინახე და შარვალში ჩაისვარე!' - თოფურია პიმბლეტს სასტუმროში დაუპირისპირდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

"ეს ხდება, როცა ჩემს ქვეყანაზე უპატივცემულოდ საუბრობ!" - ილია თოფურიამ, რომელიც ლონდონშია, UFC-ს ბრიტანელ მებრძოლ პედი პიმბლეტთან იჩხუბა.

ისინი ერთმანეთს მოულოდნელად შეხვდნენ და როგორც თოფურიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, ქართველმა სპორტსმენმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას შემდეგ, რაც პიმბლეტმა ილიას სადეზინფექციო ხსნარის ბოთლი ესროლა.

ცხადია, ამას წინ უძღოდა 27 წლის ინგლისელი მებრძოლის განცხადებები, რომელიც დრო და დრო, არა მარტო თოფურიას, არამედ სხვა ქართველ მებრძოლებსა და ზოგადად, საქართველოს სოციალური ქსელიდან შეურაცხყოფას აყენებდა.

"მე გაგაფრთხილე! აი, რა ხდება, როცა მე და ჩემს ქვეყანას უპატივცემულოდ გვექცევი! დამინახე და ჩემი მოკითხვა გინდოდა, რადგან შარვალში ჩაისვარე! მადლობა უნდა გადაუხადო ჩემს გუნდს, რადგან მათ რომ არ გავეწიე, თავს მოგაძრობდი. ეს არ არის ტვიტერი, ეს არის რეალური ცხოვრება!", - დაწერა თოფურიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 19 მარტს ლონდონში, კიდევ ერთ ბრიტანელ მებრძოლს, ჯეი ჰერბერტს დაუპირისპირდება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები