Thumbnail
  • რუბინი 1:2 როსტოვი | კვარაცხელიამ 77-ე წუთზე საჯარიმო გაიტანა
  • ფანებმა დემონსტრაციულად დატოვეს სექტორი, სადაც Z ბანერი განათავსეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

რუსეთის პრემიერ-ლიგაში ხვიჩა კვარაცხელიას რუბინმა 1:2 დათმო როსტოვთან. ამ შეხვედრის 77-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ეს 21 წლის კვარაცხელიას მე-2 გოლია სეზონში, პირველი მან ჯერ კიდევ ივლისში გაიტანა. 

ხვიჩამ ჩემპიონატში 30 ივლისის შემდეგ პირველად გაიტანა

ყაზანის რუბინი უკრაინაში ომის გამო უკვე სამმა ლეგიონერმა დატოვა, თუ ლეონიდ სლუცკის კომენტარს გავიხსენებთ, შესაძლოა, მათი რიცხვი გაიზარდოს. ქართველი გულშემატკივრები კი, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ელიან ხვიჩას წასვლას რუსეთიდან. ლეგიოენერებს ახალ კლუბებთან კონტრაქტის გაფორმება 7 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. 

სხვათა შორის ყაზანში მატჩზე ტრიბუნებზე გამოფინეს ბანერი Za Rubin. ბოლო დროს, რაც ომი დაიწყო, Z რუსული არმიის სიმბოლოდ აღიქმება. ეს სწორედ იმ სექტორზე მოხდა, სადაც რუბინის ყველაზე აქტიური ფანები იკრიბებიან. იმის გამოსახატავად, რომ ბანერთან კავშირში არ არიან, რუბინის ფანები დემონსტრაციულად "აკ ბარს არენას" სხვა სექტორზე გადასხდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები