Thumbnail
  • მოჰამედ სალაჰმა დროულად გამოჯანმრთელებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
  • ეგვიპტის ვარსკვლავმა სირბილი დაიწყო
  • ითამაშებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ?

ეგვიპტის ნაკრების ვარსკვლავმა და მთავარმა იმედმა, მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხრის დაზიანების შემდეგ პირველად ივარჯიშა. 

25 წლის შემტევმა ჯერ მხოლოდ მსუბუქად ირბინა, მაგრამ ეს მისთვის და მთელი ეგვიპტისთვის უკვე ძალიან კარგი ნიშანია. ეგვიპტის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი პარასკევს, ჯგუფის ფავორიტის, ურუგვაის წინააღმდეგ უნდა ჩაატაროს.

ამ მატჩისთვის სალაჰი, დიდი ალბათობით, მზად არ იქნება, მაგრამ რაკი სირბილი დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრამდე სრულად გამოჯანმრთელება მოასწროს. მეორე ტურის მატჩი ეგვიპტეს 19 ივნისს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ უწევს და სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მერვედფინალის საგზურისთვის.

ეგვიპტის ნაკრებმა, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი, არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი წვრთნის, სალაჰის გარეშე ვერცერთი ამხანაგური მატჩი ვერ მოიგო - კოლუმბიასთან 0:0 ითამაშა, ბელგიასთან კი 0:3 დამარცხდა. ურუგვაისა და რუსეთის გარდა, ეგვიპტე მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთსაც (25 ივნისს) უნდა შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი 26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სერხიო რამოსთან ორთაბრძოლის შემდეგ დაშავდა - მო ფინალში 31-ე წუთზე შეცვალეს.

კომენტარები

ბოლო ამბები