Thumbnail

პსჟ-ს ფანები მესი-ნეიმარს სტვენითა და შეურაცხყოფით შეხვდნენ

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • პარიზელი გულშემატკივრები გუნდის ვარსკვლავების გინებასაც არ მოერიდნენ
  • ულტრასები შეურაცხმყოფელ ფრაზებს თამაშის დროს სკანდირებდნენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

პარი სენ ჟერმენის ფანებმა ბორდოსთან 3:0 მოგებული მატჩის დროს გუნდის ბრაზილიელ და არგენტინელ ვარსკვლავებს - ნეიმარსა და მესის აგინეს და უსტვინეს. ერთადერთი ფეხბურთელი, ვისი სახელის გამოცხადებასაც პუბლიკა ოვაციებით შეხვდა კილიან მბაპე იყო.

თამაშის მიმდინარეობისას პსჟ-ს ფანები მესისა და ნეიმარის შეურაცხმყოფელ ფრაზებს სკანდირებდნენ: "ნეიმარი ბო*ისშვილია!", "ლეო მესი *ეა!" ბუნებრივია, დედაქალაქური გუნდის ულტრასების ეს აგრესია მადრიდის რეალთან განცდილმა მარცხმა გამოიწვია, იმ მატჩში არგენტინელსა და ბრაზილიელს არაფერი გამოუვიდათ..

თუ ნეიმარმა დღევანდელ შეხვედრაში მაინც მოახერხა გოლის გატანა, ლეო მესიმ 90 წუთი შედეგიანი მოქმედების გარეშე გაატარა. 7 "ოქროს ბურთის" მფლობელი არგენტინელი საფრანგეთის ლიგა 1-ში გატანილი 2 გოლით გუნდის მეათე-მეთორმეტე ბომბარდირია, მასზე მეტი შედეგიანი დარტყმა მცველებს: მარკინიოსსა და ჰაკიმის აქვთ. სამაგიეროდ, ლიონელი საფრანგეთის ჩემპიონატს ასისტების ოდენობით (10) კილიან მბაპესთან ერთად ლიდერობს. ბრაზილიელ ვარსკვლავი ნეიმარის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილი პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს 65 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ ნიცას 15 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები