Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასილაშვილი 3:6, 2:6 სუგიტა
  • რეიტინგი: ბასილაშვილი 10 საფეხურით დაქვეითდა

ბალახის საჩოგბურთო სეზონი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარცხით დაიწყო - ATP ტურის მორიგი ტურნირი ჰოლანდიურ სერტოგენბოსხში (იგივე დენ ბოში) დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდიც € 686 080-ია. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში იაპონიის მეორე ჩოგან იუიჩი სუგიტას (53) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 2:6. შეხვედრა ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა. 

როლან გაროსის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 10 ადგილით დაიხია რეიტინგში - 667 ქულით მსოფლიოს 87-ე ჩოგანია.

სხვათა შორის, 29 წლის იაპონელს აქამდე 10-მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები