Thumbnail

ქაოსი და დეპრესია პსჟ-ში - ნეიმარმა დონარუმასთან გასახდელში იჩხუბა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის რეალთან მარცხმა პარი სენ-ჟერმენში, როგორც ჩანს, სრული ქაოსი და დეპრესია გამოიწვია.

თითქოს ის არ კმაროდა, რომ მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი სტადიონის გვირაბში ყვიროდა, მუშტებს აბრახუნებდა, მსაჯებს ეძებდა და რეალის პრესსამსახურის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა, გასახდელში ერთმანეთს ფეხბურთელებიც დაუპირისპირდნენ.

დონარუმას ამ შეცდომამ თამაშის სცენარი სრულად შეცვალა

ესპანური "მარკას" ინფორმაციით, თამაშის დასრულების შემდეგ გასახდელში კონფლიქტი ჯანლუიჯი დონარუმასა და ნეიმარს შორის მომხდარა. ბრაზილიელი ვარსკვლავი იტალიელ მეკარეს ძალიან გაუბრაზდა და პირველ გაშვებულ გოლში ბრალი დასდო. თავის მხრივ, ვალში არც ჯიჯო დარჩა, რომელმაც ნეიმარს უპასუხა და მე-2 გოლის მომენტში ბურთის ძალიან იოლად დაკარგვაში დაადანაშაულა. წყაროს თანახმად, ფეხბურთელებს შორის ცხარე დაპირისპირება თანაგუნდელების ჩარევის შედეგად განიმუხტა.

ფაქტია, პარი სენ-ჟერმენის სუპერ ვარსკვლავურმა შემადგენლობამ მორიგი სეზონი ჩააგდო და საფრანგეთის ლიგა 1-ის მოგება ამას ვერ გამოასწორებს. კლუბის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო და სწორედ ამიტომაც დაიმატეს გასულ ზაფხულს ლიონელ მესი, ჟორჟინიო ვეინალდუმი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი და ჯიჯო დონარუმა, თუმცა, პსჟ-ს მაქსიმუმი ამჯერად მხოლოდ პლეი ოფის პირველი სტადია გამოდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები