Thumbnail

ბუფონი და პსჟ გადაწყვეტილია - რატომ არ დასტურდება ტრანსფერი?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას არ ამთავრებს
  • პსჟ-სთან შეთანხმება მიღწეულია
  • როდის გაფორმდება კონტრაქტი?

სამ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსს დაემშვიდობა და თქვა, რომ მალე გადაწყვეტდა, ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებდა, თუ სხვა კლუბში გააგრძელებდა კარიერას.

ფრანგული ტელეკომპანია Telefoot-ის ინფორმაციით, 40 წლის ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს - ჯიჯი პარი სენ-ჟერმენში გადადის. თუმცა, მხარეები შეთანხმებას ჯერ ვერ ადასტურებენ და არც კონტრაქტი გაფორმებულა.

ხსენებული ტელეკომპანიის ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ უეფა ტრანსფერის დეტალებს და ფინანსური ფეარ პლეის თვალსაზრისით პსჟ-ს მდგომარეობას სწავლობს. თუ უეფა პარიზულ გრანდს მწვანეს აუნთებს, ბუფონის ტრანსფერი ამ დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.

“ჯანლუიჯი ბუფონი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია და მასთან ერთად უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებ. სათადარიგოთა სკამზე ჯდომა პრობლემა არ არის მაშინ, როცა პირველი მეკარე ბუფონია. მისგან ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი,” - ეს პსჟ-ს ამჟამინდელი კიპერის, ალფონს აეროლას სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები