Thumbnail

ფუტსალი | სოლიდარობა უკრაინას და ლიდერთა შორის გაზრდილი სხვაობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლიგა 2 | მე-16 ცენტრალურ მატჩში ქუთაისმა ილიაუნი 2-ს მოუგო
  • ტურის სამივე შეხვედრა შედეგიანი გამოდგა და 22 გოლი გავიდა

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მე-16 ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. ქუთაისმა და გორმა გამარჯვება ბოლო წამზე გატანილი გოლით მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარეს. ყველა შეხვედრა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო.

ტურის პირველ დაპირისპირებაში თსუ 2-მა საქართველოს უნივერსიტეტს კომფორტული სხვაობით 7:3 მოუგო. UG-მ ორბურთიანი უპირატესობა საწყის თხუთმეტ წუთში მოიპოვა. ტაიმის დასრულებამდე თსუ-მ წონასწორობა აღადგინა და შესვენების შემდეგ წინ გავიდა (2-3). საქართველოს უნივერსიტეტმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ თსუ კიდევ ერთხელ დაწინაურდა და დარჩენილ დროში სხვაობა სოლიდური გახადა (7:3).  

ცენტრალური მატჩი ჩემპიონატის პირველ და მეორე ადგილოსნებს შორის შედგა. ქუთაისმა უშუალო მეტოქე, ილიაუნი 2, დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ცხრილში სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდა. "სტუდენტებმა" შეხვედრაში ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს (1:1, 2:2), მაგრამ "იმერლებმა" ბოლო წამზე მოახერხეს გოლის გატანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

XVI ტური ევროპის უნივერსიტეტისა და გორის შეხვედრით დასრულდა. EU მთელი თამაში მდევრის როლში იყო და წონასწორობა სამჯერ აღადგინა. ამ მატჩის ბედიც ბოლო წამზე გადაწყდა. გორელებმა ბოლო წამებზე საკუთარი საჯარიმოდან მოგერიებული ბურთი შედეგიანად გამოიყენეს და ევროპის უნივერსიტეტი მინიმალური სხვაობით 4:3 დაამარცხეს. 

9 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის ორი გადადებული შეხვედრა ჩატარდება.  XVII ტური კი 14 მარტს გაიმართება.

06.03.22. ფუტსალის ლიგა 2. XVI ტური

საქართველოს უნივერსიტეტი 3:7 თსუ 2

გოლები: 1:0 შერმადინი (13), 2:0 ფანცულაია (15), 2:1 კოშაძე (19), 2:2 ერქომაიშვილი (19), 2:3 ქაჯაია (21), 3:3 ჯანგავაძე (28), 3:4 კოშაძე (30), 3:5 ეგრისელაშვილი (36), 3:6 ეგრისელაშვილი (38), 3:7 კვიტატიანი (40).

ქუთაისი 3:2 ილიაუნი 2

გოლები: 1:0 ტუღუში (19), 1:1 ნათენაძე (27), 2:1 გულუა (33), 2:2 მაჩიტიძე (35), 3:2 გულუა (40).

ევროპის უნივერსიტეტი 3:4 გორი

გოლები: 0:1 სულთანიშვილი (4), 1:1 გოგოხია (7), 1:2 ცარიელაშვილი (10), 2:2 ვახანია (20), 2:3 ოქროპირიძე (26), 3:3 გოგოხია (37), 3:4 ოქროპირიძე (40).

XVI ტურის საუკეთესო მოთამაშე

XVI ტურის სიმბოლური ნაკრები

ფუტსალის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი XVI ტურის შემდეგ

ბომბარდირთა დავა XVI ტურის შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები