Thumbnail
  • ევგენი პლიუშჩენკომ რუსებს ამაყად სიარულისკენ მოუწოდა
  • ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს
  • რუსული სპორტი პროპაგანდისტულია და ამიტომაც დაისაჯა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

იმ ფონზე, როდესაც უკვე თითქმის ორი კვირაა, რუსეთი უკრაინის წინააღმეგ ბარბაროსულ ომს აწარმოებს და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა დაარღვია, რუსეთში ბევრმა მაინც ვერ გაიგო, თუ რა ტიპის ბოროტებად აღიქმება ვლადიმირ პუტინის ქვეყანა მთელ ცივილიზებულ სამყაროში. ყოველ შემთხვევაში, რუს სპორტსმენებზე დაკვირვებას ამ აზრამდე მივყავართ. იშვიათი გამონაკლისების გარდა (რუბლიოვი, მედვედევი, სმოლოვი) მათი განცხადებები და მოქმედებები აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან და ხშირ შემთხვევაში პუტინის ექსპანსიურ პოლიტიკას ამართლებს კიდეც.

ამჯერად ფიგურულ სრიალში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ევგენი პლიუშჩენკომ "გამოიჩინა თავი". მან რუსებს ღიად მოუწოდა, რომ ამაყად იარონ და არსად მოერიდოთ, რომ რუსები არიან.

"მე ანდრეი პლიუშჩენკო ვარ, დავიბადე დიად რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეშე და ვამაყობ, რომ რუსი ვარ. რუსებო, მთელ მსოფლიოში ამაყად, თავაწეულებმა იარეთ," - ყველაზე იაფფასიანი საბჭოთა პროპაგანდა რომ ხელს მოაწერდა, იმ ტიპის ფრაზებით იყო პლიუშჩენკოს განცხადება სავსე. რომ არა ომი, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ამას ალბათ ირონიით შევხედავდით. 

ევგენი პლიუშჩენკო და მისი კუმირი

გუშინ CNN-ს დიდი სტატია ჰქონდა მიძღვნილი იმ თემაზე, თუ როგორ იყენებს პუტინის დიქტატურა სპორტს თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ, სრულიად გამართლებული იყო რუსული სპორტის სრულად მოკვეთა. როგორც ჩანს, პლიუშჩენკოს და მის თანამოაზრეებს მეტი სანქციები და საერთაშორისო იზოლაციაში ცოტა მეტი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ უკეთ აღიქვან, რა მასშტაბის ბოროტებას სჩადის მისი მთავრობა.

კომენტარები

ბოლო ამბები