Thumbnail

'უკრაინის ნაკრებს მოვამზადებთ' - IWF-მ რუსი და ბელარუსი ძალოსნები მოკვეთა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა, მიზეზი პუტინის ბრძანებით რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრაა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაცია გაიზიარა და რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა.

IWF მიიჩნევს, რომ ამ სანქციებით ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ხელს შეუწყობს სპორტის სამყაროს ერთიანობას. ასევე, IWF უკრაინელ სპორტსმენებს ფინანსურად დაეხმარება, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (ყველა ასაკობრივ კატეგორიაში) სრულფასოვნად მოემზადონ. 

დღეისათვის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სპორტული ფედერაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, IWF-ს მსგავსად, სრულ იზოლაციაში მოაქცია რუსეთი, მცირე ნაწილმა კი - სპორტსმენებს ასპარეზობის უფლება დროშის, ქვეყნის დასახელებისა და ჰიმნის გარეშე დაუტოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები