Thumbnail

საფრანგეთმა რუსეთს სატელევიზიო უფლებები შეუჩერა, შემდეგი ინგლისი იქნება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ამ ტურიდან რუსეთში საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებს ვეღარ ნახავენ
  • რუსეთისთვის კონტრაქტების შეჩერებას ინგლისშიც აქტიურად განიხილავენ

საფრანგეთის საფეხბურთო ლიგამ (LFP) რუსულ ტელეარხებთან გაფორმებული კონტრაქტები შეაჩერა.

LFP-ს მიერ პარასკევს საღამოს გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ლიგა 1-ის სატელევიზიო უფლებები რუსეთში შეჩერებულია. გადაწყვეტილება ამ ტურიდან ამოქმედდება.

გარდა ამისა, რუსეთში საფეხბურთო მატჩების ტრანსლირების შეჩერება აქტიურად განიხილება ინგლისშიც. “ცხადია, ამაზე ჩვენც ვფიქრობთ,” - განაცხადა ინგლისის პრემიერლიგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ მასტერსმა და დაამატა, რომ ამ დროისთვის კონტრაქტების დეტალური შემოწმების პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

კომენტარები

ბოლო ამბები