Thumbnail

აღარც ხელბურთი და ფრენბურთი - რუსებს არცერთ სპორტს არ უტოვებენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ხელბურთის ევროპულმა ფედერაციამ (FIVB) რუსული და ბელარუსული კლუბები და ნაკრებები მის მიერი ორგანიზებული ტურნირებიდან გაურკვეველი ვადით მოკვეთა, მიზეზი კი ცხადია – რუსული აგრესია უკრაინაში.

როგორც ორგანიზაციის პრესსამსახური იუწყება, ბელარუსის მიმართ სანქციები იმის გამო ვრცელდება, რომ ამ ქვეყანამ რუსებს სამხედრო ტექნიკის მის ტერიტორიაზე განთავსების უფლება მისცა.

გადაწყვეტილება საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული. სოკ-ი ყველა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციას მოუწოდებდა, რომ რუსები და ბელარუსები ტურნირებიდან მოეხსნათ.

რუსებს დარტყმა მიაყენა ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამაც , რომელმაც რუსეთში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატი გააუქმა. აღნიშნული ტურნირი წლეულს 26 აგვისტოდან 11 სქექტემბრის ჩათვლით მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, უფაში, ეკატერინბურგში, კრასნოიარსკში, კალინინგრადში, ყაზანში, კემეროვოსა და იაროსლავლში უნდა ჩატარებულიყო. თუ სად გაიმართება ტურნირი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, რამად მთელი მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთს სხვადასხვა სანქციები დაადეს და ძალიან აქტიურია სპორტული საზოგადებაც. დღე არ გავა, რომ აგრესორი ქვეყანა რომელიმე სპორტულ ღონისძიებას არ ჩამოაშორონ.

კომენტარები

ბოლო ამბები