Thumbnail

ხანძარი მშენებარე სპორტის სასახლეში, რომელმაც ევრობასკეტს უნდა უმასპინძლოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ამ დროისთვის ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
  • ჯერჯერობით, უცნობია, დარბაზს რა დონის ზიანი მიადგა

თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე სპორტის სასახლეში, რომელმაც სექტემბერში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უნდა უმასპინძლოს, ხანძარი იყო.

დარბაზს ცეცხლი გარედან მოედო და როგორც ირკვევა, შიდა ფასადიც დააზიანა. ამ დროისთვის ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა, რაზიანი მიადგა სასახლეს, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ თბილისი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, ახალი დარბაზის მშენებლობა კი ისედაც დაგვიანებული ტემპებით მიმდინარეობდა. ევროპის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი, თუმცა, ფიბა-ს მოთხოვნით, სპორტის სასახლე მწყობრში უკვე ივნისში უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები