Thumbnail

ვაშინგტონ კეპიტალსის სუპერვარსკვლავი ალექს ოვეჩკინი ნიუ იორკ რეინჯერსთან მატჩის წინ მედიის წინაშე მას მერე აღარ წარსდგა, რაც ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. 

NHL-ის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ცნობილია თავისი პუტინისტური განწყობით. 2017 წელს მან ინსტაგრამზე ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა რუსეთის დიქტატორს, როცა მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 

ჟურნალისტები ოვეჩკინს ელოდნენ და ცხადია, მას უკრაინაზე შეტევაზე კითხვებს დაუსვამდნენ, მაგრამ კეპიტალსმა რუსი ჰოკეისტი გადამალა: "ალექსი მედიას რამდენიმე დღეში აუცილებლად შეხვდება, ახლა კი რეინჯერსთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ოვეჩკინს დრო ესაჭიროება, რომ მან რუსეთის შეტევაზე ისაუბროს. გაიგეთ, მას რუსეთში ოჯახი ჰყავს, ცოლ-შვილი, დედა და მამა". 

სხვათა შორის, კეპიტალსის მეტოქე, ნიუ იორკ რეინჯერსში მოთამაშე რუსი ჰოკეისტი, არტემი პანარინი, პირიქით, პუტინის პოლიტიკის აქტიური გამკრიტიკებელია, რის გამოც მას რუსეთში პრობლემები შეექმნა.  

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ალექს ოვეჩკინი ვაშინგტონ კეპიტალსის კაპიტანია. ის 2004 წელს NHL-ის დრაფტის პირველ ნომრად აირჩიეს. მან 12-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის" მატჩი. 2018 წელს მან სტენლის თასი მოიგო და პლეი ოფის MVP გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები