Thumbnail
  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩეფერინმა უეფას სხდომა მოიწვია
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანკტ პეტერბურგში ჩატარება საეჭვოა

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 მაისს, 2021/22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რუსეთში, სანკ-პეტერბურგის "გაზპრომ არენაზე" აღარ ჩატარდება და უეფა მას სხვა ქვეყანაში გადაიტანს. სავარაუდოდ, უეფა ამის შესახებ ოფიციალურად 25 თებერვალს გამოაცხადებს. 

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა პარასკევს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა. მიზეზი რუსეთს ფედერაციის უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაა.

"რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო 24 საათში განვითარებული სიტუაციის შემდეგ, უეფას პრეზიდენტმა გადაწყვიტა მოიწვიოს აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა, პარასკევს, 25 თებერვალს, რათა შეფასდეს სიტუაცია და მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება", - ვკითხულობთ უეფას განცხადებაში.

ბოლო პერიოდში მომხდარი ამბების გამო (რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის მიმართ), უეფას მიმართ ზეწოლა გაიზარდა. ორგანიზაციას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ადგილის შეცვლას პირდაპირ სთხოვენ. ერთ-ერთი პირველი ამ ინიციატივით დიდი ბრიტანეთის მთავრობა გამოვიდა. გარდა ამისა, ევროპარლამენტის წევრებმა უეფას საგანგებო შეხვედრის გამართვა მოსთხოვეს, რათა განიხილონ არა მხოლოდ ფინალის გადატანის საკითხი, არამედ შეწყდეს სასპონსორო თანამშრომლობა რუსეთის გაზის კომპანია "გაზპრომთან".    

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, ჩატარდება თუ არა რუსეთში, 24 მარტს დაგეგმილი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა რუსეთისა და პოლონეთის ეროვნული გუნდებს შორის. 

კომენტარები

ბოლო ამბები