Thumbnail

აიაქსმა შოთა არველაძეს დაბადების დღე 10 საუკეთესო გოლით მიულოცა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აიაქსმა შოთა არველაძეს დაბადების დღე მიულოცა
  • 49 წლის შოთა დღეს საჩუქარს ჰალის ფეხბურთელებისგანაც ელის

დღეს შოთა არველაძის დაბადების დღეა - საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 49 წლის გახდა.

ამსტერდამის აიაქსმა, სადაც მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, შოთას დაბადების დღე ფეისბუქსა და ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტებით მიულოცა. ნიდერლანდურმა გრანდმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც აიაქსში არველაძის 10 საუკეთესო გოლს ასახავს.

ალბათ ყველა ეს გოლი გახსოვთ მაგრამ მაინც: ამ გოლების კიდევ ერთხელ ნახვა, მით უმეტეს შოთას დაბადების დღეზე, ძალიან სასიამოვნოა.

Top 10 goals - Shota Arveladze

𝟰𝟵! 🥳🎉 Happy birthday, Shota Arveladze! 🇬🇪

Posted by AFC Ajax on Monday, February 21, 2022

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე აიაქსში თამაშობდა და 125 მატჩში 72 გოლი გაიტანა (15 საგოლე პასი). როგორც იცით, საქართველოს ნაკრების ექს-გოლეადორი ახლა ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელია და დღეს თავისი ფეხბურთელებისგანაც ელოდება საჩუქარს - ჰალი 23:45-დან ინგლისის ჩემპიონშიპის მორიგ მატჩში აუტსაიდერ ბარნსლის ეთამაშება. შოთას გუნდის მიზანი 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტაა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები