Thumbnail

ფუტსალი | 23 გოლი მე-14 ტურში - ლიგა 2-ში მეორე წრე დასრულდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფუტსალის ლიგა 2 | 14 ტურის შემდეგ ლიდერობას ქუთაისი ინარჩუნებს
  • სატურნირო ცხრილში დაძაბული მდგომარეობაა და 4 გუნდს შორის სხვაობა 4 ქულაა

ფუტსალის ლიგა 2-ში 2021/22 წწ. რეგულარული სეზონის მეორე წრე დასრულდა. ქუთაისის სპორტის სასახლემ 19 თებერვალს მე-14 ტურის სანახაობრივ მატჩებს უმასპინძლა. დასკვნითი, მესამე წრის დაწყებამდე სატურნირო ცხრილში დაძაბულობაა. ლიდერმა ქუთაისმა კვლავ ვერ მოიგო და ილიაუნი 2-სა და ევროპის უნივერსიტეტს მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

ქუთაისში სათამაშო დღე ილიაუნი 2-ის იოლი გამარჯვებით დაიწყო, რომელმაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ანგარიშით 10:1 დაამარცხა და ცხრილში მეორე პოზიცია დაიბრუნა.

სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართა თსუ 2-სა ევროპის უნივერსიტეტს შორის. "სტუდენტური დერბი" ფრედ 3:3 დასრულდა. დაძაბული დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თსუ 2-მა საწყის ტაიმში ორჯერ შეძლო წინ გასვლა (1:0; 2:1), მაგრამ EU-მ წონასწორობა ორივეჯერ აღადგინა, ოცდამეთორმეტე წუთზე კი დაწინაურდა კიდეც. საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე გეგა კოშაძემ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თსუ 2 და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა (3-3).

მეორე წრეში წარმატებული სერია შემოგვთავაზა საქართველოს უნივერსიტეტმა. UG-მ ყველა ლიდერს დააკარგვინა ქულები და ბოლო ექვსი შეხვედრიდან არც ერთი წაუგია. მე-14 ტური სწორედ UG-ისა და ლიდერი ქუთაისის დაპირისპირებით დასრულდა. EU-თსუ 2-ის  მსგავსად ანგარიში აქაც 3:3 დაფიქსირდა. საქართველოს უნივერსიტეტმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ქუთაისმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა. UG-იმ კიდევ ერთხელ წინ გასვლა ოცდამეორე წუთზე შეძლო, მაგრამ ბექა ტუღუშმა ჰეთთრიკი გაიფორმა და ქუთაისს ქულა შეუნარჩუნა.

19.02.22. ფუტსალის ლიგა 2. XIV ტური

აწსუ 1:10 ილიაუნი 2

გოლები: 0:1 გაბისკირია (2), 0:2 მაისურაძე (5), 0:3 ნადარეიშვილი (10), 0:4 აგახანოვი (17), 1:4 ლ.გურეშიძე (23), 1:5 აგახანოვი (25), 1:6 კაპატაძე ს.კ. (29), 1:7 საღარაძე (34), 1:8 კურტანიძე (34), 1:9 წიქვაძე (36), 1:10 ჭარაქაშვილი (36).

თსუ 2 3:3 ევროპის უნივერსიტეტი

გოლები: 1:0 დანელია (4), 1:1 კალანდაძე (9), 2:1 კოშაძე (19), 2:2 ა.კიკვაძე (24), 2:3 კუპრეიშვილი (34), 3:3 კოშაძე (38).

ქუთაისი 3:3 საქართველოს უნივერსიტეტი

გოლები: 0:1 ჯერანოვი (2), 0:2 ბოხაშვილი (11), 1:2 ტუღუში (14), 2:2 ტუღუში (19), 2:3 ლომიძე (22), 3:3 ტუღუში (24). 

XIV ტურის საუკეთესო მოთამაშე

XIV ტურის სიმბოლური ნაკრები

ფუტსალის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი XIV ტურის შემდეგ

ბომბარდირთა დავა XIV ტურის შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები