Thumbnail

შეJIBრება გუდაურში - თოვლის პარკმა სანახაობრივ ტურნირს უმასპინძლა

  • 'შეJIBრების' გამარჯვებულები რეზი ბურდული და საშა კარავეზერი გახდნენ
  • სპეციალური ჯილდოები სხვა მონაწილეებმაც მიიღეს

კვირას, გუდაურში მოყვარულ მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს შორის საინტერესო ტურნირი ჩატარდა - სახელწოდებით ‘შეJIBრება’, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

შეჯიბრი კომპანია ‘ევროპაბეთის’ მხარდაჭერით, გუდაურის White Rabbit Parks-ის Jibline ზონაში გაიმართა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. “თუ ფიქრობ, რომ საკმარისად კარგად ვერ სრიალებ, არ დანებდე! სახალისო ნომინაციები და საჩუქრები ყველასთვის გვაქვს” - ასეთი იყო ორგანიზატორთა მოწოდება.

გამარჯვებულებისთვის ‘ევროპაბეთს’ Adrenaline-ის 1000-ლარიანი ვაუჩერები და გუდაურის Ski Multipass ჰქონდა დაწესებული. თხილამურის კატეგორიაში საუკეთესო რეზი ბურდული იყო, ხოლო სნოუბორდში კი - საშა კარავეზერი. შეჯიბრის ჟიურის რჩეული თათა ფოცხვერაშვილი გახდა. 

🏂⛷ შეJIBრება გუდაურში - თოვლის პარკმა სანახაობრივ ტურნირს უმასპინძლა. 🐰 White Rabbit Parks x europebet

Posted by popsport on Wednesday, February 23, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები