Thumbnail

ლებრონ ჯეიმსმა ატლანტას არაფერი გააბედინა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კლივლენდმა ატლანტა 123:114 დაამარცხა.
  • ლებრონ ჯეიმსმა 17 პასით კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
  • 21-ე წაგება სეზონში - ატლანტა ისევ აუტსაიდერია!

ლებრონ ჯეიმსის შესანიშნავმა თამაშმა ისედაც აუტსაიდერი ატლანტა უშანსოდ დატოვა (21 მარცხი სეზონში). ოთხგზის MVP 123:114 მოგებულ მატჩში ბრწყინვალე იყო. ლებრონისგან 25 ქულა ბევრი არაფერია, მაგრამ 17 პასი მის კარიერაში საუკეთესო შედეგს ნიშნავს. კავალიერსმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 31:17 მოიგო.

“ყოველთვის მიხარია, როცა ჩემი თანაგუნდელები ჩემს პასებს იყენებენ. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა,” - განაცხადა ლებრონმა მატჩის შემდეგ.

საერთო ჯამში, კლივლენდის კალათბურთელებმა 35 ასისტი მიითვალეს, რაც მათთვის ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია. გამორჩეული იყო კაილ კორვერიც, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ, 19 ქულით კლივლენდში მეორე შედეგი აჩვენა.

6 მოგებითა და 21 წაგებით ატლანტა NBA-ის მიმდინარე სეზონში ყველაზე სუსტი გუნდია. კლივლენდმა კი ბოლო 16 მატჩიდან მე-15 მოიგო, საერთო ჯამში 20 მოგება და 8 მარცხი აქვს, რითაც ლებრონ ჯეიმსის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ ბოსტონს ჩამორჩება და ნელ-ნელა უახლოვდება.

გამთეენისას, NBA-ში სენსაციაც მოხდა: დალასმა სან ანტონიო დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები