Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები რუსეთში
  • ბრაზილიის ნაკრები სოჭში დაბინავდა

გაბრიელ ჟეზუშის, ნეიმარისა და კოუტინიოს გოლებით ავსტრიასთამ მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ, ბრაზილიის ნაკრები რუსეთში ჩაფრინდა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების თვითმფრინავი სოჭის აეროპორტში დილის 3 საათზე დაეშვა - “სელესაო” სწორედ შავიზღვისპირა ქალაქში დაბინავდა.

ბრაზილია მუნდიალის პირველ შეხვედრას კვირას, შვეიცარიასთან გამართავს. E-ჯგუფში “სელესაოს” სხვა მეტოქეები კოსტა რიკა და სერბეთი არიან.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, გერმანიის ნაკრების გარდა, მუნდიალის ყველა ფავორიტი რუსეთშია. ბუნდესგუნდი მოსკოვში სამშაბათს ჩაფრინდება. 

არგენტინის ნაკრები რუსეთში 9 ივნისს ჩავიდა. ლიონელ მესი და კომპანია მოსკოვში კვირას უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ ისრაელის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გაუქმების გამო, არგენტინელებმა გადაწყვიტეს, დრო აღარ დაეკარგად და მუნდიალის მასპინძელ ქვეყანაში ადრე ჩაფრინდნენ.

“ალბისელესტე” მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩს 16 ივნისს, მოსკოვში გამართავს და ისლანდიას დაუპირისპირდება. ხორხე სამპაოლის გუნდი 5 დღის შემდეგ, ნიჟნი ნოვგოროდში, ხორვატიას შეხვდება, 26 ივნისს კი - სანკტ პეტერბურგში ნიგერიას შეხვდება. ამ შეხვედრამდე 2 დღით ადრე, ლიონელ მესი 31 წლის გახდება...

კომენტარები

ბოლო ამბები