Thumbnail
  • კამილა ვალიევას მხარემ თავი უცნაური მიზეზით იმართლა
  • 15 წლის რუსი სპორტსმენი უდიდესი წნეხის ქვეშ იასპარეზებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო-ვერსია

დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო მოფიქრებული თუ ნამდვილი მიზეზები სპორტის ისტორიაში უამრავია, მათ შორის, ძალიან ბევრი ლეგენდარული მიზეზია - კბილის პასტით დაწყებული, ნამცხვრის ჭამით დამთავრებული. ახლა კი, ეს მიზეზიც მათ რიცხვს მიემატება.

15 წლის რუს მოციგურავე კამილა ვალიევას სპორტსმენისთვის 2015 წლიდან აკრძალული ნივთიერება ტრიმეტაზიდინი რომ აღმოაჩნდა, როგორც რუსი ვუნდერკინდის მხარე ამბობს, ეს შესაძლოა მისი ბაბუის ბრალი იყოს.

როგორც იცით, მიუხედავად ტესტის ჩაგდებისა, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) 15 წლის რუს მოციგურავეს პეკინის თამაშებზე ინდივიდუალურ შეჯიბრებში ასპარეზობის უფლება მისცა. პროცესის დროს მისმა დედამ, ალსუმ და ადვოკატმა ანა კოზმენკომ განაცხადეს, რომ კამილას ბაბუამ იმავე ჭიქიდან დალია, რომლიდანაც თვითონ კამილა სვამდა ხოლმე და სწორედ ასე აღმოჩნდა ვალიევას ორგანიზმში ხსენებული ტრიმეტაზიდინი, რომელსაც ბაბუა იღებდა. დედისა და ადვოკატის ამ განცხადების შესახებ რუსული მედია წერს. 

ელექტრონული ბილბორდი მოსკოვში წარწერით "კამილა, ჩვენ შენთან ვართ"

ვალიევას ბაბუა მოსკოვში, შვილიშვილის სახლიდან 40 კილომეტრში ცხოვრობს, მას დაჰყავს კამილა ვარჯიშებზე და ზრუნავს, როცა მშობლები არ არიან. თუმცა, თვით რუსული გაზეთი “პრავდაც” წერს, რომ ეს ძალიან საეჭვო მიზეზია - ექსპერტების კომენტარებით.

ყოველ შემთხვევაში, როგორც ალიბი, ეს მიზეზი უკვე ლეგენდარულია.

კომენტარები

ბოლო ამბები