Thumbnail
  • 26 წლის ქართველის მცველის ინგლისში ტრანსფერზე საუბარი ისევ გააქტიურდა
  • ლესტერის წარმომადგენლებმა ტრანსფერზე ლოკომოტივს ოფიციალურად მიმართეს
  • რუსული მედია საბა კვერკველიას ლესტერში ტრანსფერის შანსებს აფასებს

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის მცველის საბა კვერკველიას ინგლისის პრემიერლიგაში შესაძლო გადაბარგებაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა. როგორც ირკვევა, 26 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით ლესტერ სიტია დაინტერესებული, რომელიც მზადაა, რუსეთის ჩემპიონ მოსკოვურ კლუბს 17 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური კლუბების: ლესტერის, ევერტონის, ვესტ ჰემისა თუ ვესტ ბრომვიჩის კვერკველიათი დაინტერესებაზე როგორც ბრიტანული, ისე რუსული გამოცემები გასულ ზამთარსაც წერდნენ, მაგრამ საბოლოოდ ქართველი მცველი მაინც ლოკომოტივში დარჩა და კლუბთან ერთად რუსეთის ჩემპიონი გახდა. 

► საბა კვერკველია: ინგლისის პრემიერლიგა ჩემი ოცნებაა, მაქვს ვარიანტები

სავარაუდო ტრანსფერის შესახებ რუსულმა გამოცემა "იზვესტიამ" ვრცელი პუბლიკაცია მოამზადა, საიდანაც ირკვევა, რომ ლესტერის წარმომადგენლები უკვე პირადად დაუკავშირდნენ ლოკომოტივის პრეზიდენტ ილია გერკუსს და კლუბს ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს.

"ინგლისური კლუბისთვის ცენტრალური მცველის პოზიციაზე კვერკველია ერთადერთი კანდიდატი არაა, მაგრამ მისი სათამაშო კონდიციებით მოხიბლულნი არიან როგორც სელექციონერები, ისე გუნდის მთავარი მწვრთნელი კლოდ პიუელი. 

მეორეს მხრივ, ლოკომოტივის ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელს იური სიომინს, სოლომონთან ამ ზაფხულს განშორება და ჩემპიონთა ლიგაში საშემოდგომო სტარტის წინ საკვანძო ფეხბურთელის გარეშე დარჩენა არ სურთ. კლუბში მიაჩნიათ, რომ ჩემპიონთა ლიგაში თავის წარმოჩინებით, კვერკველია კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაიმსახურებს ევროპული გუნდებისგან. "წითელ-მწვანეებთან" განშორებას არც თავად ფეხბურთელი და მისი აგენტები ჩქარობენ", - აქვეყნებს გამოცემა წყაროს ნათქვამს.

► სიომინი: კვერკველიას ლესტერსა და ვესტ ბრომვიჩზე უკეთესი კლუბები მიიწვევენ

კვერკველიამ ლოკოსთან ერთად რუსეთის თასიც მოიგო და ჩემპიონობაც

მოსკოვის ლოკომოტივს ქართველი მცველისადმი ინგლისელთა ინტერესზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. "რკინიგზელთა" ახალგაზრდული გუნდისა და ყაზანის რუბინის ყოფილი მწვრთნელის რინატ ბილიალეტდინოვის აზრით კი, რომელსაც საბა კვერკველიასთან უმუშავია, ფეხბურთელმა ევროპაში წასვლა არ უნდა იჩქაროს.

"საბას პოტენციალი ჯერ კიდევ მაშინ ჩანდა, როდესაც ის სულ ახალგაზრდა რუბინის ძირითად გუნდში ადგილს იმკვიდრებდა, - ამბობს "იზვესტასთან" ბილიალეტდინოვი. - სამწუხაროდ, ყაზანში მისი ბოლო სეზონი არცთუ წარმატებული გამოვიდა ესპანელის სამწვრთნელო შტაბთან უთანხმოების გამო. რომ არა ეს, კვერკველია საუკეთესოთა შორის უფრო ადრე დაიმკვიდრებდა ადგილს. მაგრამ ლოკომოტივში გადასვლამ და სიომინის დაქვემდებარებაში ვარჯიშმა ის ჩვენი ჩემპიონატის უძლიერეს ცენტრალურ მცველად აქცია. 

საბა საიმედოა თავის საჯარიმოში, ბრწყინვალედ კითხულობს თამაშს და კარგად თამაშობს თავი. ამასთან, შეუძლია დახმარება შეტევაში. დღეს ის აჩვენებს ფეხბურთს, რომელიც ევროპული კლუბების დაინტერესებას გამოიწვევს, მაგრამ მე ვურჩევდი მას, რომ დაიცადოს კიდევ ერთი წელიწადი, გამოიჩინოს თავი ჩემპიონთა ლიგაში და უკვე შემდეგ იფიქროს სხვაგან წასვლაზე".

► კვერკველია კალაძის რეკორდს ემუქრება | ქართველების ფასები TRANSFERMARKT-ზე

"დაცვაში საიმედოა, ბრწყინვალედ კითხულობს თამაშს და კარგად ერთვება შეტევაში"

რუსულ გამოცემას ინგლისური პორტსმუთის ყოფილი დირექტორი რომან დუბოვიც ესაუბრა, რომელმაც კვერკველიასადმი ლესტერის ინტერესი დაადასტურა. რუსი ბიზნესმენი, რომელიც კლუბ ნორვიჩ სიტის აკადემიის ინვესტორია, ჯერ კიდევ ზამთარში განიხილავდა "მელიების" სამწვრთნელო შტაბის წევრ მაიკლ აპლეტონთან ფეხბურთელის კანდიდატურას. 

"რამდენადაც  ვიცი, ლესტერს ზამთარში სერიოზულად აინტერესებდა კვერკველია. ამ თემაზე აპლეტონთან თავადაც მილაპარაკია. ლესტერის ოთხი ცენტრალური მცველიდან სამი 30-ს გადაცილებულია, მათი საუკეთესო დრო გავლილია და სავსებით შესაძლებელია, რომ სოლომონისადმი ინტერესი კვლავაც არსებობდეს. 

ლესტერს ფული საკმარისად აქვს, კლუბი სამწვრთნელო შტაბს ტრანსფერებისთვის სერიოზულ თანხას დაპირდა და ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ მთავარი ფინანსური საკითხი არ იქნება", - ამბობს დუბოვი, რომელიც ტრანსფერის ალბათობას მაინც 10%-ით აფასებს.

"33-ნომრიანი მაისურის გარეშე, შინისკენ 1300 კმ-ს ფეხით გავივლი"

რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში საბა კვერკველიამ 29 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 2 გოლი.

ლესტერმა, რომელსაც ფრანგი კლოდ პიუელი წვრთნის ინგლისის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები