Thumbnail
  • NBA-ს 71-ე "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 20 თებერვალს, კლივლენდში გაიმართება
  • დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების გუნდების კაპიტნებმა არჩევანი გააკეთს
  • კევინ დურანტმა ნეტსიდან წასული ჯეიმს ჰარდენი თავის გუნდში არ აიყვანა 

დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების გუნდების კაპიტნები, ლებრონ ჯეიმსმა (ლოს ანჯელეს ლეიკერსი) და კევინ დურანტმა (ბრუკლინ ნეტსი), სპეციალური დრაფტის შედეგად NBA-ს 2022 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" გუნდების შემადგენლობები აირჩიეს.

NBA-ს 71-ე "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 20 თებერვალს, კლივლენდში გაიმართება.

ლებრონის გუნდი: იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი ბაქსი), სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორსი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეტსი) და დემარ დეროზანი (ჩიკაგო ბულსი).
სათადარიგოები: ლუკა დონჩიჩი (დალას მავერიკსი), დარიუს გარლენდი (კლივლენდ კავალიერსი), კრის პოლი (ფინიკს სანზი), ჯიმი ბატლერი (მაიამი ჰიტი), დონოვან მიტჩელი (იუტა ჯაზი), ფრედ ვანვლიტი (ტორონტო რაპტორსი), ჯეიმს ჰარდენი (ფილადელფია სიკსერსი).

დურანტის გუნდი: ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია), ჯა მორანტი (მემფის გრიზლისი), ტრეი იანგი (ატლანტა ჰოუკსი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონ სელტიკსი) და ენდრიუ უიგინსი (გოლდენ სტეიტი).
სათადარიგოები: დევინ ბუკერი (ფინიქსი), კარლ-ენოტნი ტაუნსი (მინესოტა ტიმბერვულვზი), ზაკ ლავინი (ჩიკაგო), დეჯონტე მიურეი (სან-ანტონიო სპერსი), კრის მიდლტონი (მილუოკი), ლამელო ბოლი (შარლოტ ჰორნეტსი) და რუდი გობერი (იუტა).

კევინ დურანტმა ყოფილი თანაგუნდელი თავის გუნდში არ აიყვანა

აღსანიშნავია, რომ დურანტმა თავის გუნდში არ აიყვანა ჰარდენი, რომელიც დედლაინის წინ ნეტსმა სიკსერსს გაუცვალა. კევინს ბოლო არჩევანი გობერსა და ჰარდენს შორის უნდა გაეკეთებინა და საბოლოოდ ბრუკლინში ყოფილ თანაგუნდელს იუტას კალათბურთელი ამჯობინა. დურანტმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ლებრონ ჯეიმსსა და იანის ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ გაბარიტული მოთამაშე დასჭირდება.

თავად კევინ დურანტი "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს. დრაფტის წინ ცნობილი გახდა, რომ წლევანდელ ALL STAR-ში დურანტს და ასევე ტრავმირებულ დრეიმონდ გრინს (გოლდენ სტეიტი) ლამელო ბოლი და დეჯონტე მიურეი შეცვლიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები